სასტუმროს დასუფთავების სუპერვაიზერი
12-06-2026 - 13-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

Radisson RED ეძებს სასტუმროს დასუფთავების სუპერვაიზერს

ჩვენ გეძებთ შენ! შენ შეუერთდები ჩვენს საოცარ გუნდს Radisson RED-ში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველი და გამორჩეულია, თავისი უნიკალური კონცეფციითა და სტილით!

რას გთხოვთ?

  • სასტუმროს ნომრების დალაგების და დეპარტამენტის თანამშრომლების განრიგის სწორად ფუნქციონირების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • დეპარტამენტის მომარაგების კონტროლი; 
  • დეპარტამენტის პრიორიტეტული აქტივობების გაწერა და კონტროლი;
  • სასტუმროს ტერიტორიის სისუფთავის კონტროლი;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებისათვის მცირე ტრენინგების ჩატარება;
  • კოორდინაციის უზრუნველყოფა სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებთან
  • დასუფთავების დეპარტამენტის სამუშაოს ხარისხისა და ინვენტარის კონტროლი;
  • მიღება-განთავსების დეპარტამენტის მუდმივი ინფორმირება დალაგებული ნომრების შესახებ;
  • დასუფთავების დეპარტამენტის ყოველდღიური სამუშაო პროცესების კონტროლი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება

რას გთავაზობთ?

  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • რეფერალურ სისტემას;
  • საერთაშორისო ბრენდის გამოცდილებას;
  • საერთაშორისო სტანდარტების სწავლებას;
  • 30%-50% ფასდაკლებას ნებისმიერ Radisson Hotel Group ობიექტზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fit pass;
  • კვებას;
  • თიმბილდინგ და წამახალისებელ აქტივობებს;

დაივიწყეთ ჩარჩოები, იყავით გაბედული. გახდი Radisson RED-ის გუნდის წევრი!

შემოგვიერთდით და გახადეთ ყოველი წამი მნიშვნელოვანი და აქციეთ Radisson RED ქალაქში მთავარ და უნიკალურ ადგილად!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<