Radisson RED Tbilisi აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით კერძების დამზადება დადგენილ ვადებში, კალკულაციების დაცვით;
- ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
- პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- პროდუქტების მიღება, საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- რესტორნის სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტიანი გამოყენება, აღწერა, გახარჯული პროდუქციის ჩანაწერის წარმოება;
- სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია ქართულ-ევროპულ სამზარეულოში;
- სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
- სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა
რას გთავაზობთ?
- განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე 05:00-საათიდან 14:00-საათამდე (8 საათი სამუშაო, 1 საათი გადანაწილებულია შესვენებებზე), 2 დღე დასვენება
- კონკურენტული ანაზღაურება;
- რეფერალური სისტემა;
- საერთაშორისო ბრენდის გამოცდილება;
- საერთაშორისო სტანდარტების სწავლება;
- 30%-50% ფასდაკლებას ნებისმიერ Radisson Hotel Group ობიექტზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fit pass;
- კვება;
- თიმბილდინგ და წამახალისებელი აქტივობები;
შემოგვიერთდით და გახადეთ ყოველი წამი მნიშვნელოვანი და აქციეთ Radisson RED ქალაქში მთავარ და უნიკალურ ადგილად!