საუზმის მზარეული
17-09-2026 - 18-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

Radisson RED Tbilisi აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის  პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები: 

  • სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით კერძების დამზადება დადგენილ ვადებში, კალკულაციების დაცვით; 
  • ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება; 
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი; 
  • პროდუქტების მიღება, საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; 
  • რესტორნის სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტიანი გამოყენება, აღწერა, გახარჯული პროდუქციის ჩანაწერის წარმოება; 
  • სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება; 


საჭირო უნარები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია ქართულ-ევროპულ სამზარეულოში; 
  • სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა; 
  • სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით; 
  • სისწრაფე და დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პუნქტუალურობა

რას გთავაზობთ?

  • განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე 05:00-საათიდან 14:00-საათამდე (8 საათი სამუშაო, 1 საათი გადანაწილებულია შესვენებებზე), 2 დღე დასვენება
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • რეფერალური სისტემა;
  • საერთაშორისო ბრენდის გამოცდილება;
  • საერთაშორისო სტანდარტების სწავლება;
  • 30%-50% ფასდაკლებას ნებისმიერ Radisson Hotel Group ობიექტზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fit pass;
  • კვება;
  • თიმბილდინგ და წამახალისებელი აქტივობები;

შემოგვიერთდით და გახადეთ ყოველი წამი მნიშვნელოვანი და აქციეთ Radisson RED ქალაქში მთავარ და უნიკალურ ადგილად!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!